Thursday, December 15, 2011

საქართველო

საქართველო — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801—1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებმა ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.

საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა
ფეხბურთი გუნდური სპორტია, რომელშიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით, მოთამაშეებს, მეკარის გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ორი დამხმარე გვერდითი მსაჯი. მთავარ მსაჯს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება - დააჯარიმოს თუ არა, გუნდი კონკრეტულ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევისთვის. მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ან წითელი ბარათი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად უხეშად ითამაშა ფეხბურთელმა. მსაჯის მიერ ყვითელი ბარათის ორჯერ ან პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენების შემთხვევაში ფეხბურთელი ტოვებს მინდორს.

თამაში თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა ინგლისში, რასაც ფეხბურთის ასოციაციის შექმნა მოჰყვა, რომლის 1863 წელს შედგენილმა კანონებმა განაპირობა სპორტის განვითარება ისე, როგორც მას ამჟამად თამაშობენ. ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა ფიფა (ფრანგ. Fédération Internationale de Football Association; აკრონიმი - FIFA). ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრია ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში

ესპანეთი

ესპანეთი, ვარა ოფიციალურო ესპანეთიშ ომაფე (ესპ Reino de España), ქიანა ევროპაშ ობჟათე-ბჟადალუშე, პირენეიშ ჩქონს. ომძღჷ ქიანეფი: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. ესპანეთი კონსტიტუციური მონარქია რე, კანონიშდუმადვალუ ორგანო რე გენერალური კორტესეფი, ნამუთ აკმიდგინუ სენატშე (256 მაკათური) დო კონგრესშე (350 მაკათური). ქიანაშ მადუდური რე მაფა ხუან კარლოს I. ესპანეთიშ ომაფეშა მიშმურს 17 ავტონომიური რეგიონი დო ოორუე აფრიკაშ წყარპიჯეფს დვალირი ჟირი ავტონომიური ნოღა. ესპანეთი ინდუსტრიული-აგრარული ქიანა რე. ნაციონალური დღახუ რე ესპანარი ნაციაშ დღა, 12 გჷმათუთა, ქრისტეფორე კოლუმბიშე ამერიკაშ გითოგორუაშ დღა.

იესო ქრისტე

იესო ქრისტე (ბერძნ. Ίησους, ებრ. יהושע [იეჰოშუა] ნიშნავს "იჰვჰ არის გადარჩენა", ხოლო ქრისტე წარმოდგება ბერძნულიდან christós [მირონცხებული] და ებრაული მესიის შესატყვისია; *ძვ. წ. 8–2–დან ა. წ. 29–36–მდე), ასევე ცნობილი როგორც იესო ნაზარეველი — ქრისტიანული ეკლესიის თავი და დამფუძნებელი,

ქრისტიანთა შეხედულებით ქრისტე არის ღვთის ძე, ღვთის სიტყვა, სამების მეორე ჰიპოსტასი (ღვთაებრივი პირი / წევრი), მაცხოვარი, მხსნელი. ბიბლიის ახალი აღთქმის მიხედვით იგი შვა მარადქალწულმა, ყოვლადწმინდა მარიამმა, უბიწო ქალწულმა, რომელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ უფალია მასთან და რომ სული წმიდა მოვიდოდა მასზე, და ძალი მაღლისა დაფარავდა,იგი მიუდგებოდა (დაორსულდებოდა), შობდა ძეს და უწოდებდა მას სახელს იესო, ეწოდება მას ძე მაღლისა, იმეფებს იგი საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული. ქ.ბეთლემში (ებრ. ბეთლეჰემ - სახლი პურისა), ქვაბში (გამოქვაბულში) იშვა მესია. მამობილმა იოსებმა ახალშობილი იესო ღვთისმშობელთან ერთად ანგელოზისაგან წინასწარუწყებით ეგვიპტეში გაარიდა ებრაელთა ტირანს ჰეროდეს, რომელმაც შეიტყო რა მოგვებისაგან, რომ ახდა წინასწარმეტყველება და იშვა იუდეველთა მეფე, ჩათვალა ეს ამქვეყნიური სამეფო ტახტის დაკარგვად და ამის შიშით გასცა ბრძანება გაეჟლიტათ ორი წლის ასაკამდე შობილი ყველა ყრმა . ის კი გადარჩა, გაიზარდა, დაბრუნდა, იქადაგა პალესტინაში ახალი მოძღვრება, გაიჩინა მოწაფეები (12 მოციქული და არამარტო, 70 მოწაფე და მოსახლეობა), განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს იუდას ღალატით შეიპყრეს, აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, ჯვარი აზიდვინეს გოლგოთის მთაზე და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, სამი დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღსდგა.

ყოველივე ეს მოთხრობილია ოთხ კანონიკურ სახარებაში: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანესი. ძე ღვთისა, იესო მდინარე იორდანეში მონათლა იოანე ნათლისმცემელმა, ქადაგებდა სიკეთეს, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ჭეშმარიტ, მაცხოვნებელ, ცოცხალ სარწმუნოებას. ქრისტიანებს სწამთ იესოს მეორედ მოსვლის, როცა გაიმართება საშინელი სამსჯავრო და მაცხოვარი განიკითხავს, ყველას თავის საქმეთაებრ მიაგებს, ადგილს მიუჩენს ცოდვილებს და უცოდველთ, დაამყარებს წმინდანთა ათასწლოვან
მეუფებას.

დედამიწა

ატმოსფერო (ბერძ. „ἀτμός–ატმოს“- ორთქლი, ჰაერი, „σφαῖρα–სფერა“-სფერო) — დედამიწის ჰაერის გარსი. შედგება აზოტის (78 %), ჟანგბადის (21 %), ნახშირორჟანგის (0,03 %), ინერტული აირების, წყლის ორთქლის, მტვრისა და მიკროორგანიზმებისაგან. ატმოსფეროს სისქე 3000 კილომეტრია. აქ გამოიყოფა 3 ფენა: ტროპოსფერო – 7-18 კმ; სტრატოსფერო – 50 კმ-მდე; მეზოსფერო – 85 კმ-მდე; თერმოსფერო – 300 კმ; 600-1000კმ-ის ზემოთ კი ეკზოსფეროა. 50 კმ სიმაღლეზე, ოზონის კონცენტრაცია შეინიშნება (ოზონსფერო).

ატმოსფეროს შემადგენელი აირები კოსმოსიდან შეხედვისას დედამიწას ცისფერ შეფერილობას აძლევენ

ატმოსფერო დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის უმთავრესი პირობაა. მისი ქვედა საზღვარი დედამიწის ზედაპირია, ხოლო ზედა პირობითად 2000-3000 კილომეტრამდე ვრცელდება. ასეთ სიმაღლეზე ჰაერი ძალზე გაიშვიათებულია. ატმოსფეროს ჰაერი ძირითადად ორი აირისგან - აზოტისა (78%) და ჟანგბადისაგან (21%)შედგება. გარდა ამისა,ჰაერში გაბნეულია ნახშიროჟანგი (1%-ზე ნაკლები,არგონი და სხვა). როგორც ცნობილია, ჟანგბადის გარეშე სუნთქვა, წვა, ლპობა; ნახშიროჟანგის გარეშე კი - ორგანულ ნივთიერებათა წარმოქმნა. ატმოსფერო შეიცავს აგრეთვე წყლის ორთქლს, მტვერს, ყინულის კრისტლებს.

სიმაღლეზე ტემპერატურის ცვალებადობის, სიმკვრივისა და სხვა თვისებების მიხედვით დედამიწის ჰაერის გარსი რამდენიმე ნაწილად იყოფა. ატმოსფეროს ქვედა ნაწილის - ტროფოსფეროს სიმაღლე, საშუალოდ,10-12 კილომეტრია. ატმოსფეროში არსებული აირების 80% ტროფოსფეროზე მოდის. ამიტომ ის ყველაზე მკვირი ფენაა. სწორედ აქაა მოყრილია ატმოსფეროს მთელი წყლის ორთქლი, აქ წარმოიქმნება ღრუბლები, მოდის წვიმა და თოვლი,ადდგილი აქვს ჭექა-ქუხილს,ყალიბდება ამინდი და სხვა. სიმაღლის მატებასთან ერთად ტროპოსფეროში ჰაერის ტემპერატურა კლებულობს.

ტროპოსფეროს ზევით სტრატოსფეროა (ლათინურად „სტრატუმ“ - ფენა), რომლითაც დაახლოებით 40-50 კილომეტრის სიმაღლემდე ვრცელდება. მასში თავმოყრილია ატმოსფერული აირების მხოლოდ 20%. განსაკუთრებიდ აღსანიშნავია ოზონის შრე (20-25 კილომეტრზე), რომელიც შთანთქავს სიცოცხლისათის ძალზე საშიშ ულტრაიისფერ სხივებს. ბოლო დროს შეინიშნება ოზონის შრის რღვევა, რაც დიდ საშიშროებას უქმნის ცოცხალ ორგანიზმებს. მათი წარმოქმნა ძირითადად დაკავშირებულია ატმოსფეროს ძლიერ გაჭუჭყიანებასთან. კიდევ უფრო ზევით გრძელდება მეზოსფერო.

ატმოსფეროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის. აირის ფენები დედამიწის ზედაპირზე არ უშვებს მეტეორიტებს, ოზონის ეკრანი იცავს გამოსხივებისაგან, ჟანგბადის გარეშე წარმოუდგენელია სუნთქვა და წვა. ნახშირორჟანგი სითბური ეკრანია, ის იკავებს დედამიწისგან გამოსხივებულ სითბოს და გამოიყენება მცენარეების მიერ ფოტოსინთეზისათვის. წყლის ორთქლი უზ

წმინდა ნინო

თექვსმეტი საუკუნე გვაშორებს იმ კურთხეულ დროს, როცა ღვთის დიდი განგებითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში ჩამოვიდა წმინდა ნინო განმანათლებელი. ეს იყო საოცარი და ალბათ განუმეორებელი დრო ჩვენი ხალხის ისტორიაში, რადგან სწორედ მაშინ მოხდა შემოქმედთან შეხვედრა მისი. წარმართობის წყვდიადს მოეცვა მანამდე ჩვენი ქვეყანა, უსულო კერპების გულის მოსაგებად ჩვილი ბავშვების სისხლსაც კი ღვრიდნენ ჩვენი წინაპრები, ჭეშმარიტ ღმერთს კი არ იცნობდნენ ისინი და ამიტომაც უცხო იყო მათთვის ნამდვილი სიხარული, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეეძლო მიეცა მათთვის. ძნელია წარმოდგენა იმისა, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი ხალხის მომავალი, ისევ უფალს რომ არ მოეხედა მასზე მოწყალე თვალით და არ გამოერჩია ქართველთა განმანათლებლად დიდებული ქალწული. უსაზღვროდ დიდია ჩვენი მადლიერება კაცთმოყვარე ღმერთისა და მისი კურთხეული დედისადმი, რომელთაც სურდათ დაღუპვისაგან ეხსნათ ჩვენი ერი, რომელიც სიამაყისა და არაწმიდების ბოროტებით იყო შეპყრობილი. ამ უმძიმესი საქმის შესასრულებლად ღმერთმა გამოირჩია არა რომელიმე წინასწარმეტყველი ან ცნობილი სასულიერო პირი, რომლის სიტყვასა და საქმესაც ხალხი თითქოს მოეკიდებოდა მეტი რწმენით და მინდობით, არამედ სრულიად უმწეო ქალწული, რომელსაც თავად ჭირდებოდა მფარველობა და ნუგეში.

ქართველთა გასანათლებლად ღვთისაგან წმიდა ნინოს გამორჩევაში უნდა ვეძიოთ ჩვენს ქვეყანაზე ღვთის საკვირველი განგებულების დასაწყისი. უმწეო ქალწულის უდიდესი და უმძიმესი საქმისათვის გამორჩევით, უფალმა გაგვიცხადა ყველას, რომ ის რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისათვის არის შესაძლებელი. ჭეშმარიტად ჩვენთვის წარმოუდგენელი შესძლო წმიდა ნინომ ღვთის შეწევნით, რადგან მთელი არსებით იყო მას მინდობილი. უფლის მოციქულს რომ მოექცია ქართველობა ქრისტეს სჯულზე, ეს არ იქნებოდა საკვირველება ისეთი, როგორიც იყო უმწეო ქალწულისაგან ჩვენი ხალხის განათლება ჭეშმარიტი მოძღვრებით. ისე როგორც თავის დროს ღვთის კურთხეული ძის განკაცებისათვის უფალმა გამოირჩია ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი, რომელსაც ხორციელად უნდა ეშვა და აღეზარდა კაცობრიობის მხსნელი, ისე ჩვენი ხალხის სიბნელიდან გამოსაყვანად და ჭეშმარიტი სიკეთის გზაზე დასაყენებლად ღვთისაგან ქალწულივე იქნა გამორჩეული. უფალი ყოვლად გონიერია და ბრძენი. მან ჩვენი ხალხის არაწმიდებას მკურნალად დაუდგინა სიწმიდე ქალწულებრივი, ხოლო უხეშობასა და უკეთურობას ჩვენი წინაპრებისას დაუპირისპირა დიდი მოკრძალება, მოთმინება და სიყვარული, რითაც ღვთისაგან უხვად იყო დაჯილდოებული ქრისტეს ერთგული მხევალი. მხოლოდ ამ გზით გახდა შესაძლებელი წარმართობისაგან გაუხეშებული ჩვენი წინაპრების მოქცევა შემოქმედისადმი და განათლება იმათი.

ჭეშმარიტად, ღვთისაგან წმ. ნინოს გამორჩევასა და შემდგომ მის საკვირველ მოღვაწეობაში დევს ჩვენი ხალხის განათლებისა და ცხონების დიდი საიდუმლო, რასაც კარგად უნდა ჩავწვდეთ ყველანი. რადგან თავის დროს უფალმა ამ გზით ინება ქართველთა ქრისტიანობაზე მოქცევა და განათლება, ცხადია ჩვენი ხალხის მომავალი ცხონება - გაბრწყინვებაც უდავოდ ამ გზასთან იქნება დაკავშირებული, რომელზედაც ღვთის ნებით დაგვაყენა ჩვენმა კურთხეულმა და სანატრელმა დედა ნინომ და რომელსაც შემდეგ საუკუნეების განმავლობაშიერთგულად მიუყვებოდნენ ჩვენი ნეტარხსენებული წინაპრები. დღეს, როცა ხდება ხალხის შემობრუნება სულიერი ცხოვრებისაკენ, როცა ადამიანებმა დაიწყეს ღმერთზე ფიქრი და ცდილობენ მიაგნონ იმ გზას, რომელმაც უნდა დაამკვიდროს ისინი ღვთის ზეციურ სასუფეველში, განსაკუთრებით საშურია გახსენება წმიდა ნინოს ცხოვრებისა და მოღვაწეობისა, რადგან მის დროს, მისი წმიდა ლოცვებით, უფალმა გამოაჩინა ჩვენზე ურიცხვი სასწაულები და მოგვმადლა ის საკვირველი ძალა, რომელმაც შესძლო დაემსხვრია ბოროტების მიერ აღმართული კერპები და მათი მონობისაგან იხსნა ქართველები. სამწუხაროდ, უკეთურებას დღესაც ემონება ჩვენი ხალხი, ბილწი უხილავი კერპები ისევ აღუმართავს ბოროტებას ჩვენში, რომელთაგან თავის გათავისუფლება გვიჭირს, რადგან ღვთის შეწევნის გარეშე ეს არის შეუძლებელი. ბოროტებისაგან თავის დაღწევა დღესაც ისევე უნდა მოხდეს ადამიანში, როგორც ეს მოხდა საუკუნეების წინ წმ. ნინოს საკვირველი ლოცვითა და გარჯით. ჩვენი ქვეყნის განათლებასა და გაბრწყინვებასაც მხოლოდ მაშინ ინებებს უფალი, როცა ჩვენს მაცხოვარს შევუდგებით მთელი არსებით, როცა მას შევიყვარებთ ისე, როგორც წმიდა ნინომ და მისმა მიმდევრებმა შეიყვარეს იგი.

ჩვენი წმიდა და სანატრელი დედის, წმიდა ნინო განმანათლებლის ცხოვრების გაცნობით, ჩვენ საკუთარი ცხონების საქმეში უკეთ გავერკვევით, მივხვდებით იმას, თუ რას თხოულობს ჩვენგან ღმერთი, რომ გადავირჩინოთ სულები. სწორედ ამ მიზნით ძველი ქართულიდან ახალზე გადმოვიტანეთ ცხოვრება წმიდა ნინოსი, რითაც მკითხველისათვის უფრო ადვილად გასაგები გავხადეთ იგი. თარგმნისას ვისრგებლეთ წმ. ნინოს ცხოვრების იმ რედაქციით, რომელიც საბინინის "საქართველოს სამოთხე"-შია შესული.
დასასრულს, მინდა შევთხოვო ჩვენს საკუთარ მოციქულსა და განმანათლებელს, წმიდა ნინოს, რომ მისი წმიდა ლოცვით ღმერთმა დაიფაროს და განამტკიცოს მართლმადიდებლური სარწმუნოება ჩვენში და გაგვიძლიეროს სიყვარული მის მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტი ღმერთის - იესო ქრისტესადმი. უფალმა წმიდა ნინოს მეოხებით აღმოფხვრას არაწმიდა სწავლანი და მოძღვრებანი, რომელთაც სამწუხაროდ ბოლო დროს ფეხი მოიკიდეს ჩვენს ხალხში და მართალი რწმენით გაბრწყივებულნი დაგვამკვიდროს ზეციურ სასუფეველში და მოგვანიჭოს დაუსრულებელი სიხარული.

მგელი

ასევე რუხი მგელი) — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონი, ცხენ-ირემი და გარეული ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.